წმ. ანდრია კრიტელის კანონი – მსახურებათა განრიგი

Andria_kriteli

ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავთ მარხვის დაწყებას. მარხვის პირველი კვირის ოთხი დღის განმავლობაში იკითხება წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი.

წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აუცილებლად სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება. ყველა მსახურება (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი) დაიწყება საღამოს 6 სათზე. მსახურებას ჩაატარებს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის სხვა მაღალიერარქებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

კანონის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.orthodoxy.ge

Print Friendly

Comments are closed.