ლოცვა პანდემიისას

264557065_640გთავაზობთ ამონარიდს სავედრებელი კანონიდან “კანონი წმიდისა და ერთ-არსებისა სამებისა მიმართ, და ყოველთა წმიდათა მისთა, საშინელისა სრჳსათვის სენისა მიერ მოწეულისა. ჴმა ჱ“, რომელიც შესულია მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევანში და იკითხება საყოველთაო სნეულების დროს

***
Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

29/11/2020
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

Read more »

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

25/11/2020
By

125522011_702564397044721_2757146221028471274_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

„ვინც წმინდა წერილს განსჯის გარეშე მოუსმენს და ყველაფერს პირდაპირი გაგებით მიიღებს, ის ღმერთზე შეუსაბამოდ იფიქრებს; ხოლო ის, ვინც აზრის სიღრმეს ჩაწვდება, ყოველგვარ გაუგებრობას დაძლევს“

იოანე ოქროპირი

თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით, თემატიკის მოცულობიდან გამომდინარე, მონოგრაფიაზეა გათვლილი, მაგრამ ფორმატის შეზღუდულობის გამო მხოლოდ ის საკითხებს შევეხებით, რომლებიც უფრო აქტუალურად გვეჩვენება. ჩვენ – მორწმუნე ქრისტიანებს (და განსაკუთრებით მათ, ვინც ეკლესიის აპოლოგეტიკურ-მისიონერულ მისიაშია ჩართული) – ახლო მომავალში მოგვიწევს პასუხი გავცეთ მათ, ვინც ბიოლოგიური ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის საკითხებითა და მათი მთელ რიგ საკითხებთან თავსებადობა-შეუთავსებლობით არის დაინტერესებული.

Read more »

რობერტ ტაფტი: მოწამეთა კულტი

image011

ეპიგრაფიული ნიმუში დომიტილას კატაკომბებიდან, III ს. შდრ. ფს 22:1-2: “უფალი ჩემი მწყემსია… ხასხასა მოლზე დამასვენებს”

თავდაპირველი ქრისტიანული  ხედვა [რომ ყველა ნათელღებული წმინდაა] ნელ-ნელა იცვლებოდა მოწამეთა კულტის განვითარებასთან ერთად, რაზეც მოწმობს „წამება პოლიკარპე სმირნელისა“ (დაახ. 160). ასე იქმნებოდა ცხონებულთა განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც დევნათა ეპოქის დასრულების შემდეგ განივრცო აღმსარებლებზეც, ასკეტებზეც, მღვდელმთავრებზეც და სხვ. Read more »

უკვდავება

08/11/2020
By

123830300_1849453381860671_6120437977928141107_nI ლექცია ციკლიდან „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“

ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი

 

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით თამარ კოტრიკაძეს
და გამოქვეყნების უფლებისათვის – “კავკასიურ სახლს”
ალექსანდრე მენი. „სიცოცხლის, სიკვდილისა და რწმენის სიმბოლოს შესახებ“.
თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. თბ., 2019 წ. გვ. 304-331.

 

დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რაც თითოეულ ადამიანს ეხება. შეიძლება სიცოცხლის ხანმოკლეობა და წარმავალობა დავივიწყოთ, მაგრამ ის ადრე თუ გვიან მაინც შეგვახსენებს თავს.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მაღალ იდეალებს უყენებს, მიზნებს ისახავს, ხშირად ავიწყდება, ჩვენი ცხოვრება რამდენად მოკლეა. ბევრი ადამიანი წინათაც და ახლაც რაღაც ღვარძლიანი ნიშნისმოგებით ცდილობს ისეთი მეცნიერული არგუმენტები მოიძიოს, რომელიც ადამიანის სულის უკვდავების შესახებ უძველეს მოძღვრებას გააცამტვერებს. არადა ეს სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერებას ამოფარებული სწრაფვა განადგურებისაკენ, იმისკენ, რომ კაცობრიობას წაერთვას უსანუკვრესი, უძვირფასესი სასოება, თუმცა მისი მესვეურები ამაოდ ირჯებიან, რადგან ცივილიზაციის ყველა ეტაპი, ყველა საზოგადოება სულის უკვდავების იდეისაგან განუყოფელია.

Read more »

ერთი სამყარო ადამიანთა და ცხოველთათვის

tumblr_nfk5njy5wu1rci2r3o1_1280ადამიანი არ არსებობს „თავისი“ სამყაროს გარეშე, ეს უკანასკნელი კი არსებობს ღვთიური ნებით, როგორც ადგილი, სახლი, სამყოფელი ადამიანისა, ცხოველებისა და ყველა ქმნილებისა.

მნიშვნელოვანია სწორედ გავიაზროთ ის ბიბლიური ზმნები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მანდატს ქმნილებაზე და რომლებიც, როგორც წესი, ითარგმნებიან როგორც: „იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის“ (დაბ. 1:28). ადამიანი უნდა იყოს ნაყოფიერი, იბრძოლოს სიკვდილის წინააღმდეგ და განამტკიცოს სიცოცხლე, თავი დაიმკვიდროს და იცხოვროს დედამიწაზე, მაგრამ ეს „ავსეთ დედამიწა“ შეუძლებელია ნიშნავდეს მის გათელვას. გავიხსენოთ ისრაელიანების მიმართება აღთქმულ მიწასთან: მათ უნდა დაესახლებინა ეს მიწა, ეცხოვრათ მასთან სავსე ურთიერთობით, ანუ ჰქონოდათ საკუთრებაში, დაემუშავებინათ და დაეცვათ. სწორედ ეს არის ებრაული ზმნა kavash-ის მნიშვნელობა – არა იმდენად „დაუფლება“, რამდენადაც მიწის პატრონობა სასიყვარულო, ჰარმონიულ და მოწესრიგებულ ურთიერთობაში. Read more »

მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი: დიაკვნობასთან დაკავშირებული შეკითხვები

lifeofstlawrence-e1533666652684

  1. დიაკვნობის ბუნება

მართლმადიდებელ ეკლესიაში დიაკვნობა არ დგას რომაულ-კათოლიკური ეკლესიაში არსებული კრიზისის წინაშე, არც საერთოდ გამქრალა რეფორმატული ეკლესიებისაგან განსხვავებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არც მისთვის განკუთვნილ როლს დაჰბრუნებია. მხოლოდ საღვთიმსახურო ფუნქციამდე დაყვანილმა დიაკვნობამ დაკარგა სოციალური ასპექტი და შეიძინა ზოგიერთი ადმინიატრაციული ფუქნციის ხასიათი, ეს ყოველივე კი, შესაძლოა ვაქციოთ დიაკვნის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ დისკუსიის საწყის წერტილად. Read more »