წმინდა წერილი და საეკლესიო გადმოცემა

10/09/2020
By

svasennom-pisanii-i-svasennomავტორი: ზურაბ ჯაში

პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „გული გონიერი“ N 23|2019. მადლობას ვუხდით ჟურნალის რედაქციას გამოქვეყნების ნებართვისათვის.

 

რეფორმაციის პერიოდიდან მოყოლებული წმინდა წერილსა და საეკლესიო გადმოცემას შორის ურთიერთმიმართება ერთერთი პრობლემურ საკითხად იქცა ზოგადად ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიაში, რამაც ასევე გავლენა მოახდინა თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე. რეფორმაციის პრინციპი sola scriptura (მხოლოდ წმინდა წერილი) მიზნად ისახავდა ბიბლიის ჭეშმარიტების ერთადერთ კრიტერიუმად წარმოჩენას და მისი წაკითხვის შუქზე საეკლესიო ინსტიტუტებისა და დოქტრინის კრიტიკულად განსჯას. ამის საპირისპიროდ, რომის პაპ პავლე III-ის მიერ 1544 წელს ქ. ტრენტში მოწვეული კრება, სხვა კონტრრეფორმაციულ დებულებებთან ერთად, ამტკიცებდა, რომ გამოცხადებული ჭეშმარიტება გადმოცემულია „in libris scriptis et sine scripto traditionibus“ (ლათ. „წმინდა წერილის წიგნებსა და, წერილის გარდა, გადმოცემაში“)[1]. აქ არ განვიხილავთ რეფორმაციული და რომის კათოლიკური პრინციპების საღვთისმეტყველო განმარტებებს, რაც ცდება წინამდებარე სტატიის ავტორის კომპეტენციის ფარგლებს, არამედ იმას, თუ როგორი იყო ადრეული ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან მიმართებით და, შესაბამისად, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომელიც საკუთარ თავს განსაზღვრავს როგორც ადრეულ ეკლესიასთან განუწყვეტელ ერთიანობაში მყოფ ქრისტეს სხეულს.
Read more »

პირველი სექტემბერი – შესაქმისათვის ლოცვის საერთაშორისო დღე

იდეაპირველ სექტემბერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანები ლოცულობენ შესაქმის, მისი დაცვისა და გადარჩენისათვის. ის, რაც „შესაქმეში“ იგულისხმება, ამ შემთხვევაში, არის ბუნებრივი გარემო, რომელიც უკვე წლებია იტანჯება ადამიანის უხეში, მომხმარებლური დამოკიდებულებით.

ერთის მხრივ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო და უსამართლო მოპოვებას, მეორე მხრივ კი გარემოს მზარდ დაბიძნურებას პირდაპირი ეფექტი აქვს არა მხოლოდ პლანეტის ეკოლოგიურ მდგრადობაზე, არამედ მილიარდობით ადამიანის სოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამიტომ არის, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა დაიწყეს აქტიური საუბარი შესაქმის გადარჩენაზე, ეს თემა მჭიდროდ დაუკავშირდა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხს. Read more »

ქარისაგან რხეული ლერწამი

15/08/2020
By

~

ავტორი: იოანე კაზარიანი

ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა (ლუკა. 7, 24)

მაცხოვრის ეს სახარებისეული სიტყვები, რომლითაც ჩვენი მოკლე სტატიაა დასათაურებული, ახალი აღთქმის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. ამ მუხლის მრავალი განმარტება არსებობს წმინდა მამებისგან. თუმცა, ის, რასაც ახალი არქეოლოგიური მონაცემების ფონზე თანამედროვე ბიბლეისტიკა გვთავაზობს, ქრისტეს ამ სიტყვების უფრო ღრმად გაგებაში გვეხმარება. ცნობილი გერმანელი ბიბლეისტები მარტინ ჰენგელი (Martin Hengel) და ანა მარია შვემერი (Anna Maria Schwemer), არანაკლებ ცნობილი ასევე გერმანელი ბიბლეისტის გერდ ტაისენის (Gerd Theißen), ქრისტეს ხსენებული გამონათქვამის ფრიად საინტერესო განმარტებას გვთავაზობენ, განიხილავენ რა მას  კონტექსტში. ეს არის ქრისტეს ხატოვანი გამოთქმა იოანე ნათლისმცემლის შესახებ (ლუკა. 7, 24 და შემდ. = მათე. 11, 7 და შემდ) და ხსენებული ბიბლეისტები მას შემდეგნაირად განიხილავენ:

რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? … ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი … მეფეთა დარბაზებში არიან

Read more »

წმინდა წერილის ინტერპრეტაციებისა და განმარტებების პერმანენტულობა

22/07/2020
By

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა წერილის ინტერპრეტაციებისა და განმარტებების პერმანენტულობის შესახებ

 

ავტორი: იოანე კაზარიანი

ამ სტატიაში განხილული თემა – საკმაოდ ღრმა და ფართოა, და რადგანაც მას აქ მცირე სტატიის (და არა მონოგრაფიის) ფორმატში განვიხილავთ, შევეცდებით, ამ საკითხის მხოლოდ იმ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ჩვენი აზრით უმნიშვნელოვანესია. ჰერმენევტიკაზე (როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განუყოფელ ნაწილზე, რომელიც წმინდა წერილის ტექსტების ინტერპრეტაციას ახდენს და განმარტავს) საუბრისას ე.წ. მართლმადიდებლურ „ტრადიციონალიზმს“ შევეხებით.

Read more »

წმ. ისააკ ასური თანალმობის, სამართლისა და მხილების შესახებ

Isak_Sirinის საქმეები, რომელბსაც თან შეუბრალებლობა ახლავს, მამის თვალწინ დაკლული შვილივით არიან ღვთის წინაშე. იგი, ვინც სულით ავადმყოფია და ამხანაგს უსწორებს, იმ ბრმას ჰგავს, რომელსაც სხვების მეგზურობა უკისრია. თანალმობა და სამართალი ერთი და იგივე სულში ისე არიან, როგორც კაცი, რომელიც თავის სახლში ერთდროულად სცემს თაყვანს ღმერთსა და კერპს. ყველგან, თანალმობა არის სამართლის მტერი.

სამართალს ერთი საზომი აქვს, რომელიც ყველას თანაბრად უდგება და არ უსადაგებს არავის თავის მისაგებელს, მოქმედებს იმის მიხედვით, რასაც ხედავს. გულმოწყალება კი, სიკეთით აღძრული სურვილია რომელიც ყველაფერს შენდობას მოჰფენს; არ მიუზღავს მას ვინც ბოროტს იმსახურებს, არც მას ვინც კეთილს იმსახურებს, არამედ უხვად გასცემს ორმაგს.

როგორც აალებადი აბედი და ცეცხლი არ შეიძლება იყოს ერთ სახლში, ასევე სამართალი და გულმოწყალება ერთ სულში. როგორც ერთი მარცვალი ქვიშა ვერ გადასწონის ოქროს სიმრავლეს, ასევე ვერ გადასწონის ღვთისათვის სამართალი გულმოწყალებას. Read more »

სამეცნიერო ათეიზმთან დიალოგის პერსპექტივებსა და მეთოდიკაზე

22/06/2020
By

finding-gods-willმისიონერული ხედვა

ავტორი: იოანე კაზარიანი

ეს მოკლე სტატია წარმოადგენს მისიონერული ხედვის ნაყოფს ავტორისა, რომელმაც ათეიზმის – უფრო ზუსტად კი, სამეცნიერო ათეიზმის – წარმომადგენლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება შეიძინა. სამეცნიერო ათეიზმთან ურთიერთობის პერსპექტივისა და მეთოდიკის ჩვენეული ხედვა, გარდა პირადი გამოცდილებისა, სხვა ადამიანების – თეისტების (მორწმუნეების) და ათეისტების – გამოცდილებასაც ეყრდნობა, რადგან მრავალი ჩვენთაგანისთვის ღმერთის არსებობის აღიარება-არაღიარების საკითხი ფრიად მნიშვნელოვანია. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მეცნიერი ათეისტი (მეცნიერებში ვგულისხმობთ ფიზიკოსებს, ბიოლოგებს, ანთროპოლოგებსა და მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლებსაც) – არ არის. მეცნიერებს შორის მორწმუნე და რელიგიური ადამინების წილი საკმაოდ დიდია.

Read more »

პროტოპრესვიტერი სერგი ბულგაკოვი – ჩემი ხელდასხმა

11ef17535d430edcf8c4bb0b22331f34მღვდლის ოჯახში დავიბადე, ჩემში ექვსი თაობის ლევიტელის სისხლი ჩქეფს. გავიზარდე წმინდა სერგის ტაძარში, მისი ლოცვით მადლიანად გარემოცული. ჩემი ბავშვობის ესთეტიური, მორალური და ყოფითი შთაბეჭდილებები დაკავშირებულია ამ ტაძართან.  მისი საფარველქევშ იწვოდა გული ლოცვითი აღტაცებითა და ირწყვებოდა დამარხული ცრემლებით. დაახლოებით 12-13 წლის განმავლობაში, ვიყავი ეკლესიის ერთგული შვილი აღზრდითა და შეგნებით. ვსწავლობდი სასულიერო სკოლაში, თავდაპირველად სასულიერო სასწავლებელში (ოთხკლასიანი) მშობლიურ ქალაქ ლივნაში, შემდეგ ორლოვის სასულიერო სემინარიაში (3 წელი).

სასულიერო სემინარიის პირველ-მეორე კლასებში დაიწყო რელიგიური კრიზისი, რომელიც დასრულდა მართალია არა ტრაგედიით, მაგრამ დიდი ტკივილით: მრავალი, მრავალი წლის მანძილზე რელიგიური რწმენის დაკარგვით.  და 14-იდან დაახლოებით 30 წლამდე უძღები შვილი შორეულ ქვეყანაში გადაიხვეწა, მოხიბლული და ტკივილიანი, ალბათ მრავალთათვის, მაგრამ პირველ რიგში მშობელებისათვის. მე მქონდა რაღაც დასაკარგი, მაგრამ მას უბრძოლველად შეველიე, ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც კი მიფიქრია უღმერთობისგან. როგორც ჩანს ბიძგის მომცემი იყო ყმაწვილური თავმოყვარეობა: სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, თუმცა ეს არ ყოფილა სერიოზული მიზეზი. Read more »