ვილოცებ მშვიდობისათვის დონბასში (უკრაინა) – პატრიარქი ილია II

02/09/2014
By

ilia IIდონეცკის ეპარქიის ცნობით 31 აგვისტოს საღამოს, გაიმართა საუბარი დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტ ილარიონს (შუკალო) და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II შორის, მიტროპოლიტმა ილარიონმა თხოვა უწმიდესს ილოცოს დონბასში მშვიდობისათვის და  საომარი ვითარების გამო იძულებით ლტოლვილებისა და მსხვერპლთათვის; პასუხად უწმიდესმა აღუთქვა ძმური თანადგომა და დონეცკის ეპარქიისათვის ლოცვა.

***

ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ სინანულით აღვნიშნავთ, რომ არც ხსენებულ საიტზე ( www.http://donetsk.church.ua/) , რომელიც ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო), არც რუსულ მართლმადიდებლურ საინფორმაციო სააგენტოს საიტზე (http://www.pravmir.ru/) და არც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე  http://www.patriarchia.ru  , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ტიტულატურა: უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსიმცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა (რუსულ ენაზე : Святейший и Блаженнейший Илия II, Католикос-Патриарх Грузии, Архиепископ Мцхета-Тбилиси и митрополит Пицунды и Цхум-Абхазети ) არ არის სრულად მითითებული, კერძოდ ხსენებულ საიტებზე,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურა ძველი სახით არის დაფისქირებული: Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский  სადაც არ არის ასახული 2010 წლის 21 დეკემბრის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის  გადაწყვეტილება:

2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება:

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი:

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის…”

Print Friendly

Comments are closed.