რომის პაპი გადადგა…

pope-plane-rome

ავტორი: ს. ფარულავა

ასეთი ფაქტი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ძალიან იშვიათია, რომის პაპი ბენედიქტე XVI , 28 თებერვალს, საღამოს 20.00 ოფიციალურად დატოვებს ტახტს და დაიწყება პროცედურა ახალი პაპის არჩევნებზე, მე პირადად ვესწრებოდი პაპ იოანე-პავლე II გარდაცვალების და ახალი პაპის არჩევნების პერიოდს რომში.

ახლა წინა შემთხვევების შესახებ, ყველაზე ცნობილია პაპი ჩელესტინო V (ცელესტინუს) , რომელიც იყო პირველი პაპი, რომელიც გადადგა, მისი ნამდვილი სახელი იყო პიეტრო და მორრონე, განდეგილი მღვდელმონოზონი, მსახურობდა ორდენში ” სულიწმიდის ძმები”, რომლებსაც მოგვიანებით “ჩელესტინელები” ეწოდათ, 80 წლისა იქნა არჩეული პაპად და 4 თვეში გადადგა, რამაც დიდი კამათი გამოიწვია, იგი თავად დანტე ალეგიერმა გააკრიტიკა (colui che per viltade fece il gran rifiuto”) თუმცა მოგვიანებით ისტორიის მკვლევარებმა მას უბრალო და თავმდაბალი ადამიანი უწოდეს.

მეორე შემთხვევა მოხდა გრიგოლ XII -ის მიერ,რომელიც გადადგა, რათა არ ყოფილიყო განხეთქილება ავინიონისა და რომის საპაპოთ შორის.

ისტორიაში ნაკლებად ცნობილია, და ივარაუდება რომ გადადგნენ კლემენტე I, პორციანუსი და მარტინუსი .
უფრო კონკრეტულად კი ერთერთი პირველი ვინც თავისი ნებით დატოვა რომის საპაპო ტახტი იყო წმ. კლიმენტი რომაელი, რომელიც როცა შეიპრეს და გადასახლებაში წაიყვანეს, მან ევრასტიოსის სასარგებლოდ დატოვა ტახტი, მასვე მიბაძა მესამე საუკუნეში პონციანომ… და სხვებზეც არის ვარაუდი, ოღონდ იქ კამათია თავისი ნებით გადადგნენ, თუ აიძულეს რომ გადამდგარიყვნენ.

ძალიან საინტერესოა მეოცე საუკუნის მოვლენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომი დროს მოხდა, ეს ფაქტიც ასევე ივარაუდება, მაგრამ ძალიან გავრცელებული აზრია, რომ პაპ პიუს XII -ს დაწერილი ქონდა საიდუმლო ანდერძი, რომლის თანახმად, პაპს საიდუმლოდ აუწყეს, რომ ჰიტლერი გეგმავდა მის შეპყრობას და გერმანიის პატარა მონასტერში გამოკეტვას, ამიტომ პაპს ანდერძში ეწერა, თუკი ნაცისტების მიერ იქნებოდა მოტაცებული, იგი ავტომატურად ჩათვლილიყო გადამდგარად…

დღევანდელი სენსაციური გადაწყვეტილება კი უამრავ კითხვებს და ვარაუდებს ბადებს…

და ბოლოს,უკვე ისმის ვარაუდები რომს შეიძლება პირველი “შავი” ფერადკანიანი აფრიკელი პაპი ყავდეს, როგორც მახსოვს მასზე საუბარი 7 წლის წინათაც იყო, ახლა კი უფრო რეალურია… ისიც მინდა გავიხსენო, რომ კულუარულად არსებობს ხალხში გავრცელებული იდეა, რომ “ფერადკანიანი პაპი ბოლო პაპი იქნება”… რათქმაუნდა ეს სერიოზულად არაა აღქმული, მაგრამ მაინც მუსირებს და უბრალოდ გავიხსენე.
რეალურ კანდიდატთა შორის კი საუბარია განელ კარდინალზე ტურკსონზე 64 წლის და ნიგერიელ არინძეზე … მან სულ ახალხანს თქვა, რომ “დაე, იყოს ნება ღვთისა” .

p.s. ამავდროულად გაისმა ხმა, რომელსაც ზოგიერთნი კრიტიკასაც უწოდებენ “…dalla croce non si scende” ანუ “ჯვრიდან არ ჩამოდიან” ეს სიტყვები ეკუთვნის კარდინალ Stanislaw Dziwisz -ს რომელიც წინა პაპის იოანე-პავლე მეორის პირადი მდივანი იყო ვიდრე აღსასრულმდე…

http://www.news.va/en/news/pope-benedict-xvi-announces-his-resignation-at-end

http://www.osservatoreromano.va/orportal-portlets-portal/detail/binaries/pdf_quotidiano/quotidiano.pdf

Papa, prima di Benedetto XVI il gran rifiuto di Celestino V
www.ilsole24ore.com

Dimissioni del Papa, il primo dopo 600 anni
www.corriere.it

http://www.agi.it/estero/notizie/201302111742-est-rt10300-gran_rifiuto_di_benedetto_xvi_non_ho_forze_lascio_per_la_chiesa

Print Friendly

Comments are closed.