რომის პაპის ვიზიტის შესახებ

19/09/2016
By

14141567_10209017246280920_3422970990761687942_n

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება ჩვენი ცენტრის წევრის, დეკანოზ თამაზის ამ განცხადებას, დავამატებთ რომ მსგავსადაა სიტუაცია მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაშიც.

” მივესალმებით რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტს საქართველოში. პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და დიდად სასიხარულოა კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტი საქართველოს კათოლიკური სამრევლოების მოძღვრებისა და მრევლისთვის, ასევე მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებისათვის ქვეყნებს შორის.

ევროპაში მოქმედ მართლმადიდებელ სამრევლოებს და აქ მცხოვრებ მართლმადიდებლებს სიკეთისა და თანადგომის მეტი არაფერი გვახსოვს ევროპელი კათოლიკებისგან.

გერმანიის ბევრ ქალაქში კათოლიკები უსასყიდლოდ გვითმობდნენ საკუთარ ტაძრებს მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისთვის და ყოველნაირად გვეხმარებოდნენ ჩვენ, ახლად ჩამოსულ უცხოელ მართლმადიდებლებს თავის დამკვიდრებაში. ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ესაა ქრისტიანობა – სიყვარული და შეწყნარება უცხოსი.

ვულოცავთ ჩვენს თანამოქალაქე კათოლიკებს ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენას.

კეთილი იყოს რომის ეპისკოპოსის ჩამობრძანება საქართველოში!

დეკანოზი თამაზ ლომიძე
მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი”

წყარო

კეთილი იყოს რომის პაპის ჩამობრძანება საქართველოში!

Print Friendly

Comments are closed.