ტრაპიზონში მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს

111797.pთურქულ გაზეთ «Hurriyet» ინტერვიუში ტრაპიზონის მუფტიმ დაადასტურა:”წმ.სოფიის მართლმადიდებლური ტაძრის მუსულმან მლოცველთა ლოცვითი შეკრების ადგილად გადაკეთება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს”

რაც შეეხება უნიკალურ ქრისტიანულ ფრესკებს, მუფტიმ განაცხადა, რომ მათ არ შეეხებიან, მხოლოდ ფარდებით დაფარავენ.

წმ. სოფიის ტაძარი ტრაპიზონში ბიზანტიური არქიტექტურის ერთერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, ამავდროულად მასში დაცულია უნიკალური ფრესკები და მოზაიკა; ტაძარი აშენდა 1238-1261 წწ. მანუილ I-ის მიერ ხოლო 1471 წელს მეჰმედ მეორემ ტრაპიზონი აიღო და ტაძარი მეჩეთად გადაკეთა;  1964 წელს ედინბურგის უნივერსიტეტის დახმარებით მეჩეთად ქცეული ტაძარი რესტავრაციის შემდეგ მუზეუმი გახდა.

ჯერ კიდევ მიმდინარობს კამათი სხვა მნიშვნელოვანი ტაძრის-კონსტანტინეპოლის (სტამბული) აია სოფიის მუსულმანთათვის გადაცემის შესახებ,თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფალთ არ ძალუძთ (როგორც ეს ტრაპიზონში მოხდა), არამედ ის უნდა გადაწყდეს თურქეთის მთავრობის დონეზე.
0_7d797_614e9943_L
თურქეთის პრესა არ გამორიცხავს, რომ ტრაპიზონის აია სოფიის მეჩეთად გადაქცევა შეიძლება იქცეს ერთგვარ რეპეტიციად კონსტანტინეპოლის აია სოფიის ტაძრისათვის, გადმოცემს Agionoros.ru.

წყარო:
http://www.pravoslavie.ru/news/60884.htm
მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ

 

Print Friendly

Comments are closed.