სამძიმარი იტალიელ ხალხს

25/08/2016
By

923248_10151432528157675_105573624_nცენტრალურ იტალიაში საშინელი მიწისძვრის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა, თითქმის  მთლიანად დაინგრა ულამაზესი შუასაუკუნეების ქალაქი ამატრიჩე, მნიშვნელოვნად დაზიანდა იტალიის ცენტრის სხვა ქალაქები.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი სამძიმარს უცხადებს იტალიელ ხალხს და უერთდება იტალიაში მოღვაწე მართლმადიდებელი ეკლესიების საერთო სამძიმრის წერილს. 

ამ დღეებში გავრცელდა იტალიისა და მალტის მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტ გენადიოსის (მსოფლიო საპატრიარქო) წერილი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასადმი: “გლოვასა და ლოცვაში ჩვენი იტალიისთვის” , ხოლო მართლმადიდებელი მოძღვრებისა და სამრევლოების დიდი ნაწილი ჩაერთო საქველმოქმედო აქციებში დაშავებულთა დასახმარებლად, იტალიისა და მალტის  ეპარქიის მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ინფორმაციაც გავრცელდა, თუ როგორ შეიძლება იტალიელი ხალხის დახმარება.

იტალიაში მობილიზირებულია სხვა ქრისტიანული კონფესიების დახმარებებიც,  ხოლო თავად იტალიის კათოლიკურმა ეკლესიამ (Conferenza Episcopale Italiana) პირველივე დღეს მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 1მლნ ევრო გადარიცხა.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქომ ორენოვანი, ქართულ-ინგლისური სამძიმრის წერილებით მიმართა რომის პაპს ფრანცისკეს და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის ( Matteo Renzi)

 

 

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.