10 ივნისს, საღამოს გავრცელდა მისი ყოვლადუწმიდესობისამი,  კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ანგელოზის დღის მილოცვები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის  .

განსაკუთრებით საინტერესოა სერბეთის პატრიარქ ირინეოსის მისალოცი წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი მისი ანგელოზის დღის გამო, სადაც მოყვანილ პარაგრაფში , რომელიც ეხება წმინდა და დიდი კრებას, ჩანს რომ სერბეთის ეკლესიამ შესაძლოა მონაწილეობა მაინც მიიღოს დიდ კრებაში

სერბეთის პატრიარქი წერს: „თქვენს საპატრიარქო ყოვლადუწმინდესობას გააჩნია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ეკლესიის ერთობისათვის და მსგავს მოშურნეობასვე იჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსაწვევად, რომელიც მოწოდებულია მართლმადიდებლურ სამყაროს მისცეს იმედისმომცემი უწყება და გახსნას ახალი ჰორიზონტები ეკლესიის სამოძღვრო საქმიანობისა და თეოლოგიური სიტყვისათვის. ჩვენი მოკრძალებული შეხედულებით, სერბეთის ეკლესია თავის დადებით წვლილს შეიტანს კრეტის წმინდა და დიდი კრების საქმიანობაში.“

საიტი: http://www.kreba2016.ge

წყარო

მოამზადა თორნიკე მამნიაშვილმა