ქრისტიანული მსოფლიო ერთიანდება ერაყში, აჯანყებულების მიერ ქალაქ მოსულში და მიმდებარე ტერიტორიებზე, ქრისტიანების დისკრიმინაციის და დევნის წინააღმდეგ.

მიმდინარეობს ხელმოწერები პეტიციაზე: ” გადაარჩინეთ ერაყელი ქრისტიანული სამრევლო”

ხელის მოსაწერად შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ გვერდზე:
http://www.citizengo.org/en/9810-save-iraqi-christian-community

ქრისტიანული სახლები ამ ქალაქებში მონიშნული არაბული ასობგერა   “N” რაც ნიშნავს “Nazarene” (ე.ი. ნაზარეველის მიმდევრები – ქრისტიანები) , უძველესი ეკლესიები დაწვეს,ქრისტიანთა ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო თავად ქრისტიანებმა ან უნდა შეიცვალონ რელიგია, ან ძალიან დიდი გადასახადები გადაიხადონ (მიახლოებით 250$ ექვივალენტი, რაც იქაური მოსახლეობისათვის ძალიან დიდია) ; ამის გამო ათასობით ქრისტიანი გაიქცა ან გაძევებულ იქნა მშობლიური სახლებიდან, ექსტრემისტთა ეს საქციელი ირაყელ სუნიტთა ლიდერმაც დაგმო.

ექსტრემისტთა მიერ დევნილ ქრისტიანთა მხარდასაჭერად ევროპისა და მსოფლიო სხვადასხვა ქალაქებში აქციები იმართება,  აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში,ბელგიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ავსტრალიაში და სხვაგან ასობით ქრისტიანი შეიკრიბა, გამოსვლებზე იყიდება სპეციალური მაისურებიც, რომელზეც არაბული ასო “N” არის გამოხატული.