ახალი რელიგიური კანონი თურქეთში

106220.pთურქეთმა მიიღო ახალი კანონი მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა დანიშვნის შესახებ

თურქეთის განათლებისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ შეცვალა კანონმდებლობა ბერძენ მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან მიმართებით. ახალი კანონი ძალაში შევიდა 2013 წლის 1 მარტს.
თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც სულიერად ექვემდებარებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ამიერიდან მატერიალურად დამოკიდებულნი ხდებიან სახელმწიფოზე. ბერძნულ-მართლმადიდებლურ სამრევლოებში ყველა მღვდელს დანიშნავს თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ხუთწევრიანი კომისიის თანხმობით, რომლებიც შედგება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისა და სამი მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველისგან. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამადლობელი დეპეშა გაუგზავნეს თურქეთის მთავრობას საბერძნეთის პარტიებმა „ახალი დემოკრატია“, პასოკ-ი, „დამოუკიდებელი ბერძნები“ და „ოქროს განთიადი“, იტყობინება სედმიცა.რუ, სააგენტო „რომფეიზე“ დაყრდნობით.
თუმცა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობები თურქეთის ახალი კანონის მიღების თაობაზე ქვეყნის მართლმადიდებლურ სამრევლოებში ღმრთისმსახურების დანიშვნის შესახებ.

მასალა მოამზადა დავით ჩიკვაიძემ

წყარო

Print Friendly

Comments are closed.